სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა წუხილი, რომ წინასაარჩევნო გარემო უფრო ევროპული და ცივილური არ არის

ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა წუხილი, რომ წინასაარჩევნო გარემო უფრო ევროპული და ცივილური არ არის,- ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

„მკითხა, თუ რა იყო ის მუქარა, რაც პირადად მივიღე. მოისმინა ის შენიშვნები, რაც მე მქონდა საარჩევნო გარემოზე. თვითონაც გამოთქვა იგივე წუხილი, რომ არ არის უფრო ცივილური და უფრო ევროპული გარემო",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს