საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

14–15 ნოემბერს, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

სამინისტროს განცხადებით, საქართველო როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე საერთაშორისო ინსტრუმენტების მოთხოვნათა შესრულების გზით ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას.

„საქართველო შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების სფეროში ყველა იმ ძირითადი ხელშეკრულებისა და რეჟიმის მონაწილეა, რომლებსაც არსებითი წვლილი შეაქვთ რეგიონში ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით.

ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებით, საქართველო ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ღია დაწესებულებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებთან და პასუხობს ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს