გრიგოლ ვაშაძე - Edison Research-ის შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლას და მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი

Edison Research-ის შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლას და მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი დრო გადის საქართველოს დამოუკიდებლობიდან, მით უფრო მეტი მოქალაქე ხვდება, რაოდენ ძლიერი იარაღია საარჩევნო ბიულეტენი.

„Edison Research-ის შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლას და მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი. რაც უფრო მეტი დრო გადის დამოუკიდებლობის აღდგენიდან მით უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ არჩევნები და საარჩევნო ბიულეტენი, ეს არის მრისხანე იარაღი მათ ხელში და როგორც 2003 წელში გაისტუმრეს მათ კორუმპირუბული, კრიმინალებთან შეზრდილი მთავრობა, როგორც 2012 წელში გაისტუმრეს ის მთავრობა, რომელიც იყო იდეოლოგიურად შეკრული, რომელსაც მტკიცე კონტროლი ჰქონდა სახელმწიფოზე, მაგრამ, რომლითაც მოქალაქე იყო უკმაყოფილო, ზუსტად ასე ისტუმრებს ახლა უზარმაზარ ფულს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%; სალომე ზურაბიშვილი - 44%.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს