მალხაზ მაჩალიკაშვილი ია მეტრეველს - ჩვენ ვართ ერთნაირად გამწარებული ადამიანები, ერთად უნდა ვიდგეთ

ჩვენ ვართ ერთნაირად გამწარებული ადამიანები, ერთად უნდა ვიდგეთ, - ასე გამოეხმაურა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებას.

„მე ყველა შვილმოკლულ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, ია მეტრეველსაც და დანარჩენებსაც. ნებისმიერ მშობელს იმ ხელისუფლებაშია თუ ამ ხელისუფლებაში, მივმართავ, რომ მოვიდნენ და გვერდით დამიდგნენ. აქ შეზღუდული არაა იმ ხელისუფლებაში მოკლეს თუ ამ ხელისუფლებაში. ასე მივმართავდი ია მეტრეველს. ჩვენ ვართ ერთნაირად გამწარებული ადამიანები, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად. აქ მოვიდეს და გვერდით დაგვიდგეს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სარალიძეს არ სჭირდებოდა ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს