არჩილ თალაკვაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - როდესაც თქვენ ჯანდაცვის მინისტრი იყავით, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო, ჩვენ დროს რიგი აღარ არის

როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჯანდაცვის მინისტრი, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო, იცით ეს რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევა სჭირდება და ის დღეების განმავლობაში ელოდება დიალიზს როდის ჩაიტარებს?!- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას ხელისუფლება დიალიზის პროგრამის გამო გააკრიტიკა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამჟამად, პროგრამაში ჩართულობას ლიმიტი არ აქვს და მისი ბიუჯეტიც იზრდება.

„პროგრამის ბიუჯეტი ჩვენ გავზარდეთ, ჩვენი ხელისუფლების დროს გაიზარდა. როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჯანდაცვის მინისტრი, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო. ეს იცით რას ნიშნავს?! როდესაც ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევა სჭირდება და ის დღეების განმავლობაში ელოდება, დიალიზს როდის ჩაიტარებს. ჩვენს დროს რიგი აღარ არის. ფაქტობრივად, პროგრამის ჩართულობას ლიმიტი არ აქვს და დაფინანსებაც გაიზარდა, ამიტომ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია, თითქოს დიალიზის პროგრამა რომელიმე პროგრამაში ჩართვის შემაფერხებელია, არის არასწორი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა