პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი მოთხოვნებისა და პრაქტიკის შესახებ სასაუბროდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პრესსამსახურიდან აცნობეს, დისკუსი შედგება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგულაციის მოქმედების ფარგლები, სპეციფიური წესები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

დისკუსიას დაესწრებიან საბანკო სექტორის, ტელეკომუნიკაციების და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები, აუდიტორული კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მოწვეული სტუმარი, პოლონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი - ურსულა გორალი.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს