ლევან კობერიძე – გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია

„გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ლევან კობერიძე გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროგრამა მომაკვდავ ადამიანებს მკურნალობს. კობერიძის თქმით, ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვაქვს ის პოზიტიური ტენდენცია სწორედ პრევენციის მიმართულებით. ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური. პრევენციის ძირითადი კომპონენტები შედგება სხვა და სხვა მდგენელისგან. პირველი, ეს არის ვაქცინაციის ხაზი. დღეისათვის, სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე ბიუჯეტშიც, რომელიც განიხილება, 20 მილიონამდე არის გაზრდილი ვაქცინაციის პროგრამების დაფინანსება, რომელიც მიმდინარეობს ზუსტად ევროპული ვაქცინაციის პროგრამების კალენდრის მიხედვით. ეს თანხა არის მნიშვნელოვნად, რამდენჯერმე გაზრდილი და აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მეორე კომპონენტი ეს არის ადრეული სქრინინგების პროგრამა, მათ შორის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში და ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია დათვლილი ამასთან დაკავშირებით, ხოლო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რაც შეეხება, საზოგადოებამ კარგად იცის რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ეს პროგრამა. მესამე არის მიწვდომადობა მოსახლეობის მხრიდან, მაგალითად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე, აქაც რაოდენობები მიწვდომადობის თვალსაზრისით არის გაორმაგებული და რა თქმა უნდა, სურვილი იმის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მიწვდომადობა, არსებობს, მაგრამ დღეისათვის ის მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია რაც არსებობს, სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სწორედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ჩვენთვის თითოეული ადამიანის არა თუ სიცოცხლე, არამედ მათი სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მათი მიდგომა იყო, როდესაც ადამიანები უსახსრობის გამო ბინებს ჰყიდდნენ, მათ შორის სიმსივნური დაავადებების გამო. ალომბარდებდნენ და ძალიან ბევრი მათგანი იღუპებოდა კიდეც, რადგანაც არ არსებობდა მიწვდომადობა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. დღეისათვის, იმ პირობებში, რისი საშუალებაც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგი მიმართული იყოს ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ასეთი ტიპის განცხადება არის მახასიათებელი იმ პოლიტიკოსების, რომელიც ყველაფერს კადრულებონ იმისთვის, რომ ან ხელისუფლება შეინარჩუნონ, თავის დროზე ასე იქცეოდნენ, ან ხელისუფლებაში იქნებ მოვიდნენ ყველაფრის კადრებით. ამას ყველაფრის კადრება ჰქვია და ეს ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა