გიგა ბოკერია “ქართულ ოცნებას“ - გაქვთ სულელური პროპაგანდა, რომ თურმე საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი გებრძვით - მაშინ რატომ ხდება, რომ ყველა პრორუსი თქვენ გიჭერთ მხარს?!

გაქვთ სულელური პროპაგანდა, რომ თურმე საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი გებრძვით - მაშინ რატომ ხდება, რომ ყველა პრორუსული და პროპუტინული პოზიციის თქვენს გარშემოა და თქვენ გიჭერთ მხარს? - ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ “ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

“თქვენ გგონიათ არ ვიცით, რატომ არ დააყენა საკუთარი კანდიდატურა ირმა ინაშვილმა? იმიტომ, რომ ის 3-4% სალომე ზურაბიშვილისთვის არ წაერთმია და ახლა მხარს უჭერს. გამოდით და თქვით, რომ არც ერთი იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა არ გინდათ, ვინც პროპუტინულია და სიძულვილს ქადაგებს, მაგრამ თქვენ გინდათ მათი მხარდაჭერა, ფულს აძლევთ მათ და პარლამენტშიც თქვენი დახმარებით შემოვიდნენ - ვის ატყუებთ თქვენ?!“, - მიმართა ბოკერიამ “ქართული ოცნების“ წევრებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს