დავით სერგეენკო - ჯანდაცვაზე უნდა ისაუბროს იმ ადამიანმა, ვისაც ერთი ღამე მაინც აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად

ჯანდაცვაზე უნდა ისაუბროს იმ ადამიანმა, ვისაც ერთი ღამე მაინც აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად, ან მინიმუმ ერთი პროექტი მაინც აქვს გაკეთებული, - ასე პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

როგორც სერგეენკო აცხადებს, ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია.

„დასმული იყო საკითხი, რომ საქართველოში პრევენციას არ ექცევა ყურადღება. განვმარტავ, რას ნიშნავს პრევენცია. პირველ რიგში ეს არის ინფექციური დაავადებების ვაქცინაცია. 3.5-დან 22 მილიონამდე გაიზარდა ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში და ჩვენ გვაქვს დასავლეთ ევროპული, არაჩვეულებრივი გრაფიკი. მეორე, რასაც ვაქცინით ვერ მოიცილებ, ეს არის ინფექციების კონტროლი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში. 2015 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი, სჭირდება განმტკიცება, მაგრამ გზა სწორია. შემდეგი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოჯახის ექიმთან მისვლის შესაძლებლობაა, რომელმაც ადრეულ სტადიაზე უნდა დაადგინოს ესა თუ ის დაავადება, აიცილოს თავიდან გართულებები და მოგვცეს საშუალება, რომ აიცილოს ის, რისი აცილებაც შეიძლება და უმკურნალო მარტივად. 2013 წელს გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ექიმთან მისვლა შეძლო და 2015 წელს ეს გაორმაგებული მონაცემი კიდევ გაორმაგდა გეგმიური ამბულატორიული ვიზიტები, ოჯახის ექიმთან ვიზიტები. და ბოლოს, სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკაზე და სკრინინგზე ჩვენ ვხარჯავთ 2 მილიონს წელიწადში. ეს არის ის მიდგომა, რაც ჩვენ გვაქვს და გვესმის ბევრად უკეთესად, ვიდრე პოლიტიკური განცხადებების ავტორებს“, - განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო