გედევან ფოფხაძე - პოზიციის - „ვინც ჩვენთან არ არის, ქვეყნის მოღალატეა“ პოპულარიზაციის მიზანია, საზოგადოების მკვეთრი დაპირისპირება

პოზიციის „ვინც ჩვენთან არ არის, ქვეყნის მოღალატეა“ პოპულარიზაციის მიზანია, საზოგადოების მკვეთრი დაპირისპირება, რათა საზოგადოება გაიყოს ორ ნაწილად და აღარ დარჩეს არანაირი ადამიანური, ემოციური ფაქტორები ამ საზოგადოების ერთიანობის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესიის დროს განაცხადა.

გედევან ფოფხაძის თქმით, მსგავსი მიდგომა დანაშაულებრივი პოზიციაა. „ჩვენ ბოლო სამი თვეა ვისმენთ, რომ ყველა, ვინც ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული აზრის, ვართ ქვეყნის მოღალატეები. ამ სტერეოტიპის ასეთი პროპაგანდა და დამკვიდრება ოპოზიციის მხრიდან, არ არის შემთხვევითი და ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს მიზანია საზოგადოების მკვეთრი დაპირისპირება ერთმანეთში, რომ საზოგადოება გაიყოს ორ ნაწილად და აღარ დარჩეს არანაირი ადამიანური, ემოციური ფაქტორები ამ საზოგადოების ერთიანობის.

დანაშაულებრივი ტენდენციაა, როდესაც ამბობენ, რომ ვიღაც, ვინც ჩვენგან განსხვავებულ პოზიციაზეა, არის მოღალატე და რომ არ აქვს ამ ადამიანის ბიოგრაფიას, წარსულს მნიშვნელობა და მას აცხადებენ მოღალატედ. მე ასეთი ორი პოლიტიკური ძალა მახსენდება, ერთი რომელიც სოციალური ნიშნით ყველას მტრად აცხადებდა - ბოლშევიკური ძალა და მეორე, ეთნიკური ნიშნით რომ ხალხს მტრად აცხადებდა და ეს იყო ნაციონალურ სოციალისტური ძალა გერმანიაში.

ასევე, ის, რომ შეწყალების ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების დეკლარაცია ხდება, არის საფრთხის შემცველი. ანუ შეწყალების ინსტიტუტს რომ გამოიყენებენ, როგორც პოლიტიკურ მექანიზმს საკუთარი თანამოაზრეების გასათავისუფლებლად, საფრთხის შემცველია. ამ გადაწყვეტილებით შენს მომხრეებს უქმნი დაუსჯელობის განცდას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს