თინა ბოკუჩავა თამარ ჟვანიას - თქვენ ექვემდებარებით ივანიშვილის პოლიტიკურ ხუშტურებს

თქვენ ექვემდებარებით ივანიშვილის პოლიტიკურ ხუშტურებს, - ასე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, არჩევნების თარიღი წინასწარ შეთანხმებულია.

"გთხოვთ, ნუ ჩაყვებით ივანიშვილს წაგებულ თამაშში. კალაძემ და ივანიშვილმა გადაგიწყვიტეს არჩევნების დღე. მათთვის იმიტომ არის ეს დღე მიუღებელი, რომ ერთი დღე დათო სარალიძის გარდაცვალებას, ხოლო მეორე დღე თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს ემთხვევა და არ მგონია ამის შესახებ პირველად გაგეგოთ", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

თამარ ჟვანიას განცხადებით, ეს არის პოლიტიკური გამოსვლა და დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან. მისი თქმით, ცესკო კანონის დაცვით ასრულებს თავის საქმიანობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა