საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამეფოს პარლამენტში საგარეო, თავდაცვისა და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დანიის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსთან თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ აღნიშნეს დანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა მტკიცე კავშირები და მხარდაჭერა, რაც დანიასა და საქართველოს შორის არსებობს. ჩვენ საქმის კურსში ვართ, თუ რა ზეწოლას განიცდის საქართველო განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციისგან, ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ აღნიშნული სიძნელეების დაძლევაში. სწორედ ამიტომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, ვისაც დანია ეხმარება სამეზობლო პროგრამის ფარგლებში. მოხარული ვარ საქართველოს ვუწოდო დანიის მეგობარი“, - განაცხადა დანიის მმართველი ლიბერალური პარტიის საგარეო-პოლიტიკურმა სპიკერმა მიხაელ იანსენმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შეჯამებისას.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და მადლობა გადაუხადა დანიის მხარეს საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ურთულეს ვითარებაზე და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და ამ კუთხით ისაუბრა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციების გატარებას, რაც ასევე აისახა რუსეთ-საქრათველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ასევე აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, ირლანდიის სენატის რეზოლუციაში და ლიტვის მთავრობის გადაწყვეტილებაში - საქნციები გაატაროს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში მოცემული პირების მიმართ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, დემოკრატიული განვითარების პროცესს, რის შედეგადაც საქართველო აღიარებულია „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ლიდერ სახელმწიფოდ. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, რისი დასტურიც არის ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია.

დანიის პარლამენტის წვერებმა მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. ასევე აღინიშნა ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს