თამაზ მეჭიაური - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ პოლიტიკურ ველზე და არ გამოჩნდეს მესამე ძალა

ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ პოლიტიკურ ველზე და არ გამოჩნდეს მესამე ძალა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად თამაშობენ ერთმანეთთან დაპირისპირების ფონზე. მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ის მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს, ვინაიდან პოლიტიკურ ველზე სხვა მოთამაშე ამ ეტაპზე აღარ დარჩა.

„აქტივობა ჯერ არ დამიწყია, რადგან მერის უფლება-მოვალეობას ვასრულებ. მიუხედავად ამ მოწოდებისა, პირველი ტურის ბოლო დღეს დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ქალბატონი სალომეს მხარდასაჭერად. როდესაც გავემიჯნე „ქართულ ოცნებას“, მაშინაც დავაფიქსირე, რომ სამწუხაროდ, ეს ორი პოლიტიკური ძალა, ძალიან კარგად თანამშრომლობს ერთმანეთთან ამ დაპირისპირების ფონზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ პოლიტიკურ ველზე და არ გამოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც არ იქნება გარედან მართული. როდესაც ისევ ის ორნი დარჩნენ და აღარავინ არსებობდა მესამე, მაშინ უფრო დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, უფრო მისაღებ კანდიდატთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა