ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი აშშ-ს მოკავშირეა და არა ვასალი

საფრანგეთი აშშ-ს მოკავშირეა და არა ვასალი, - ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ფრანგული ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

“საფრანგეთი და აშშ ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოეპყრონ. აშშ ჩვენი ისტორიული მოკავშირეა და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ იყო მოკავშირე, არ ნიშნავს იყო ვასალი სახელმწიფო. ჩვენ არავისზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით კი აშშ-ზე“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ მის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკული გამონათქვამები და “ტვიტერში” გამოქვეყნებული პოსტები უძღოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა საფრანგეთის ლიდერი ერთიანი ევროპული ჯარის შექმნის შესახებ ინიციატივის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ჯარის შექმნის იდეას მან შეურაცხმყოფელი უწოდა, მაკრონს კი მისი დაბალი რეიტინგი შეახსენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა