მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშში დაფიქსირებულიყო პარლამენტის მიერ მიღებული „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშში დაფიქსირებულიყო პარლამენტის მიერ მიღებული „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ის გარემოებები, რომელიც დაკავშირებულია ამ ორ ტრაგიკულ საქმესთან,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ანგარიშში მნიშვნელოვანი მოწოდებებია ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მთავრობების მიმართ, ვინც სასტიკი დანაშაულებები ჩაიდინეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპის საბჭოდან მიღებული გზავნილი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები წარმატებული იყოს.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს ასეთი მნიშვნელოვანი გზავნილისთვის, რომელიც ანგარიშშია ასახული. ძირითადი ტექსტი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა. ძალიან კარგია, რომ ევროპის საბჭო მიესალმება იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც გაჟღერებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ანგარიშში დაფიქსირებულიყო პარლამენტის მიერ მიღებული „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ის გარემოებები, რომელიც დაკავშირებულია ამ ორ ტრაგიკულ საქმესთან. იქ არის ერთმნიშვნელოვანი მოწოდებები დე-ფაქტო მთავრობების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს სასტიკი დანაშაულებები ჩაიდინეს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ანგარიში ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ ეს საქმეები მივიყვანოთ ბოლომდე.

სამშვიდობო ინიციატივების დანერგვისთვის აუცილებლად გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. შესაბამისად, ეს ძლიერი გზავნილი, რომელიც ევროპის საბჭოდან მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებში წარმატებულები ვიყოთ. მინდა გითხრათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებში სამშვიდობო ინიციატივების ძალიან დადებითი აღქმა იყო. შესაბამისად, ჩვენ ვართ მზად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივის დანერგვა უახლოეს მომავალში დავიწყოთ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ როგორმე შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლა, რათა არ მივიღოთ ყველაზე ტრაგიკული სურათი, რომ როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში იყოს მხოლოდ საოკუპაციო ჯარის ბაზები და არ ცხოვრობდეს ჩვენი მოსახლეობა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს