გუგა ქაშიბაძე - ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა - მათი მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 წლის მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს ცოტა ხანში კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა მოინახულებს.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე–3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.

იხილეთ ვიდეო: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე