ლევან კობერიძე - წინა წლებშიც არჩევნები არაუქმე დღეებში ინიშნებოდა და ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან კობერიძის აზრით, ცესკომ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომ არჩევნების შუა კვირაში ჩატარებამ რაიმე უხერხულობა არ შექმნას.

კობერიძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აქტიურობით გამორჩეული იქნება.

„არჩევნების მეორე ტურის თარიღი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა. თუკი ემიგრანტებისათვის რაიმე უხერხულობა იქმნება, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ეს ის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეიძლება. წინა წლებშიც არჩევნები არაუქმე დღეებში ინიშნებოდა და ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს - ოთხშაბათს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს