შინმოვლის სასწავლო კურსი 200-მდე სტუდენტმა წარმატებით გაიარა

შინმოვლის სასწავლო კურსი კიდევ 200-მა სტუდენტმა გაიარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კარიტასიდან“ აცნობეს, გუშინ საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გამართა. სერტიფიკატები გადაეცა ყველა სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა.

მათვე ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, 200-ზე მეტმა სტუდენტმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიარეს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო ცენტრის, შინმოვლის სასწავლო კურსი. ცენტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს უწყობს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, საექთნო საქმის განვითარებას, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო კოლეჯების, სამედიცინო დაწესებულებებისა და კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კარიტასის ცნობით, დამსწრე სტუმრებმა და ტრენერებმა სტუდენტებს სასწავლო კურსის დასრულება მიულოცეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას საქართველოში.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერის, გაიოზ ყუბანეიშვილის თქმით, სტუდენტების დაინტერესება წლიდან წლამდე მზარდია და დასაქმების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი, რადგანაც, მისივე თქმით, მაღალკვალიფიციური პერსონალის საჭიროება არსებობს.

„,ამ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რომელსაც გერმანელი სპეციალისტების მიერ მომზადებული ქართველი ტრენერები ატარებენ. საექთნო საქმის განვითარების კუთხით, საქართველოს კარიტასი აქტიურად მუშაობს - ტარდება კონფერენციები, მყარდება ურთიერთობები უნივერსიტეტებსა და კოლეჯებთან“, - განაცხადა ყუბანეიშვილმა.

კარიტასის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა და სტუმრებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს კარიტასის დირექტორმა - ანაჰით მხოიანმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და საექთნო საქმისადმი მამაკაცების მეტად დაინტერესების სურვილი გამოთქვა.

„გაგიმართლათ, რადგანაც სერტიფიკატები გადმოგეცათ ამ სფეროში ყველაზე კვალიფიციური ორგანიზაციისგან“, - აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, კახა ერაძემ.

სასწავლო კურსს ახორციელებს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი შინმოვლის პროექტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში, საშუალოდ, წელიწადში სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის 400 სტუდენტი იღებს ცოდნას შინმოვლის მიმართულებით. გეგმაშია, პედაგოგების მასშტაბური გადამზადებაც, რათა პროგრამამ რეგიონებიც მოიცვას.

ცნობისთვის, პროექტის მიზანია შინმოვლის ყველა ასპექტის განვითარება საქართველოში: ექთნების მომზადების პროგრამები, სამედიცინო პერსონალისა და სტუდენტების მომზადება და ზრუნვის სერვისების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ამასთან პარალელურად მოსახლეობისათვის შინმოვლის მაღალი სერვისის უზრუნველყოფა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა