კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

უწყების ინფორმაციით, გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. რაც შეეხება პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორს - 5000, მეორე ადგილზე გასული - 3000, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარით დაჯილდოვდება.

სამინისტროს ცნობით, ხაზგასასმელია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები საქართველოს სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე-Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება.

კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მონაწილეობენ და მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება წარმოადგენს.

კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს