მაშველებმა დედის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი ჩვილის ცხედარიც იპოვეს

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

დაღუპულები დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან. სადარბაზოდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, გარდაცვლილების ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

იხილეთ ვიდეო: ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი 7-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება