პრეზიდენტი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევისას ახალგაზრდა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის გამო. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წერილში.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

აფეთქების შედეგად დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი დაიღუპნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება