პრემიერი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, 3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს. დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ“, - ნათქვამია მამუკა ბახტაძის სამძიმრის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება