ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამედოვების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები ბაბუა, დედა და შვილიშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებათ. ექიმის განმარტებით, ბაბუას სხეულის 65%, დედას -55% და შვილიშვილს -12% აქვს დამწვარი.

15 ნოემბერს, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მის შვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება