„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები, 18 ნოემბერს, აქცია გაიმართება

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები აქცია გაიმართება.

აქციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 18 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციდან აცნობეს.

ავტოავარიებში დაღუპულთა ხსოვნის დღე მსოფლიო მასშტაბით 2005 წლიდან აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაერო-ს (UN) მიერ.

არასამთავრობო ოგანიზაციის ინფორმაციით, დღის მთავარი გზავნილია “გზებს აქვთ ისტორიები” - ისინი ყვებიან ამბებს, რომელთა ნაწილი ტრაგიკულად სრულდება. გზებზე უსაფრთხოების ამაღლება შეამცირებს ტრაგიკულ ისტორიებს.

„ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები თავიდან აცილებადია და მათ შესამცირებლად მოქმედებაა საჭირო - უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი, საგზაო მოძრაობის

მონაწილეთა ცნობიერების ამაღალება. აღნიშნული გზის მონაკვეთი საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს მაღალი რისკის ზონას, სადაც ხდება მაღალი სიჩქარის განვითარება, შესაბამისად, საჭიროა პრევენციული ზომების გატარება უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მუდმივი წარმომდგენლობის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, პროფესიონალი მრბოლელები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ხუდადოვის ქუჩის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მოეწყობა მრბოლელებსა და მოსახლეობას შორის საუბარი გზებზე უსაფრთხო გადაადგილების და რისკების შესახებ. ავტოავარიების ადგილას გარდაცვლილი ორი ქალბატონის სახელზე დაირგვება ორი ხე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში წელიწადში, გზებზე 550-ზე მეტი ადამიანი იღუპება და 9 000-ზე მეტი პირი ზიანდება ავტოავარიებში.

„მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 342 ადამიანი დაიღუპა და 6 754 დაშავდა. მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რიცხი 8%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე მსხვერპლის რაოდენობა 3-ჯერ მაღალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა