ზუგდიდის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს

ზუგდიდის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ის მერიას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ათი დღის ვადაში დაუბრუნდება. საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებას და არასამთავრებო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესახებ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა განხილვებში. ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა განხილვებში და ინდივიდუალურადაც მოგვაწოდოს რეკომენდაციები“, - განაცხადა წოწერიამ.

2019 წლის ბიუჯეტისა და 2019-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი 34 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა