მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტ „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დუშეთის, მცხეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-მოშენებისა და შენახვის, ჯიშთაგანახლების, ხელოვნური განაყოფიერების, საკვებწარმოების, ვეტერინარიის, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების და მათი პროფილაქტიკის, უვნებელი რძის წარმოებისა და გადამუშავების და დამბალხაჭოს წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ფერმერებთან შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანას და კარტოფილის წარმოებას დაეთმო.

პროექტი „მობილური ექსტეცია“ 2016 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა.

19-21 ნოემბერს კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის, და თელავის მუნიციპალიტეტებში (სოფლები - გიორგიწმინდა, კარდენახი, ველისციხე, კართუბანი, ვარდისუბანი, ახალსოფელი, ენისელი, ქვემო ალვანი, მაღრაანი, ფშაველი, რუისპირი) ფერმერებთან შეხვედრები გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა