სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ინოვაციების ცენტრი სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, რომელიც „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალება მიეცემა.

რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და თავიანთი სტარტაპ იდეები განავითარონ.

„რუხის ინოვაციების ცენტრში განხორციელებული ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაცია ითარგმნება აფხაზურ ენაზე. შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ონლაინ აფხაზეთიდანაც დარეგისტრირდნენ სხვადასხვა პროგრამაზე,’’ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

2016 წელს ინოვაციების ცენტრები გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტსა და ბაღდათში. უახლოეს მომავალში კი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ახმეტაში. ნოემბრის ბოლოს ტექნოპარკი უკვე თელავში, 2019 წელს კი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში გაიხსნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა