გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - თეა წულუკიანს მითითება მიეცით, რომ წერილი მიეწერა ჰააგის სასამართლოსთვის, ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება - არ გრცხვენიათ?!

თეა წულუკიანს პირდაპირი მითითება მიეცით, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დანაშაული ჩაედინა და წერილი მიეწერა ჰააგის სიხლის სამართლის სასამართლოსთვის, რომ მათ ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება? - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშის" წევრი გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიების საკითხს ეხება.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის მიერ იქნება გამოყენებული,ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას" მიმართავს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

ვაშაძე ამ კონტექსტში კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„დღევანდელი განცხადებები ჰააგის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უკვე არანაირ ნორმასა და სტანდარტში არ ჯდება. დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, თითქოს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს საქმეები კონკრეტული სამხედროების, კონკრეტული პირების წინაშე. ბატონო კახა, მოუსმინეთ თქვენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტული პირების, სამხედროებთან მიმართებაში შეიძლება საქმე აღძრას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ.

2015 წელს ქალბატონმა წულუკიანმა, ალბათ, თქვენი მითითებით და დავალებით გაგზავნა წერილი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სადაც, თქვა რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. რა მიზნით? ძალიან კარგად იცოდა, რომ ამის შედეგად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყებდა გამოძიებას და რამდენიმე თვეში ეს გამოძიება ისევ განაახლა და ეგონა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა აბსოლუტურად ყველასთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არ შეიძლება პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყანა გადააყოლოს.

„გიჟივით მუშაობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ. ისტერიკაში არიან და დელეგაციას დელეგაციაზე აგზავნიან. თქვენ რას შვრებით ამ დროს?! ამ ქალს, თეა წულუკიანს პირდაპირი მითითება მიეცით, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დანაშაული ჩაედინა და წერილი მიეწერა ჰააგის სიხლის სამართლის სასამართლოსთვის,რომ მათ ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება?! არ გრცხვენიათ?! საზოგადოება ყველაფერს ხედავს. არჩევნები ჭირსაც წაუღია, გვაქვს ქვეყანა, სამშობლო, ხომ არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვა და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე. ეს არის ის გამოუწორებელი შედეგები, რაც საქართველომ დეოკუპაციასთან მიმართებაში შესაძლოა იწვნიოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გაათავისუფლეთ თქვენი იუსტიცის მინისტრი თანამდებობიდან, ჩააბარეთ ვინმე ნორმალურს ეს საქმე", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა