დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სამედიცინო საზოგადოების 150-მდე წარმომადგენელს მიმდინარე პროექტების შეფასება და სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მან ყურადღება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ ჰოსპიტალურ კონცეფციაზე გაამახვილა, რაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეტალონური კლინიკის სახელმწიფო მართვაში გადასვლასა და სახელმწიფოს ინვესტიციით მათ ჰოსპიტალურ განვითარებას გულისხმობს.

დავით სერგეენკომ მოხსენებისას საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებიც გამოყო.

სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლამარა კალანდარიშვილს მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ესწრებოდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა