გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებმა საკუთარი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ არჩილ ჩარგეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხვალიდან კი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, დაზარალებულები ღამეს დღეესაც სასტუმროებში გაათევენ.

„დაზიანებულია მხოლოდ სამი სართული, ხოლო სხვა სართულებზე მდგომარეობა არ არის სავალალო და უახლოეს მომავალში შეძლებენ მცხოვრებლები კორპუსში შესვლას“, - განაცხადა არჩილ ჩარგეიშვილმა.

როგორც ცნობილია, ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. დაშავებულია 3 ადამიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება