ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს „ზესტაფონობა - ღვინის ფესტივალი 2018“ უმასპინძლებს

17 ნოემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს „ზესტაფონობა - ღვინის ფესტივალი 2018“ უმასპინძლებს, - ამის შესახებ „ინტეროპრესნიუსს“ ზესტაფონის მიუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება უკვე რამდენიმე წელია ტარდება და ამჟამადაც განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა.

„ღია ცის ქვეშ მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრებთან ერთად, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტ „ორიონის“ აღსაზრდელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ამავე სივრცეში მოეწყობა მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა. პარალელურად გაიმართება ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მუსიკალური ჯგუფების გამოსვლა, რომელსაც „ქუჩის მუსიკოსების“ კონცერტი დააგვირგვინებს.

დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინის ფესტივალი, რომელშიც ადგილობრივი მეღვინეები და საოჯახო მარნები არიან წარმოდგენილი. მათ შორის საუკეთესოებს მოწვეული, პროფესიული ჟიური გამოავლენს. მთელი ზეიმის განმავლობაში ბავშვებისთვის იფუნქციონირებს ატრაქციონები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები. ფესტივალს პარტნიორობას უწევენ ადგილობრივი ბიზნესმენები და მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა „ჯორჯიან მანგანეზი“ „ეკომეტალი“ საქართველოს ბანკი და სხვა. მოწვეულ სტუმართა შორის არიან უცხოელი სტუმრები სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებიდან და დამეგობრებული ქალაქებიდან. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საპატიო ზესტაფონელები. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა