დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, ევროსაბჭოს ანგარიში და 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი დონის მოლაპარაკებები იყო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მისასალმებელ გამოსვლაში აღნიშნა, დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულ ფაზაშია. დავით ზალკალიანმა 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს დიდი სურვილია, რომ ეს არ იყოს შეხვედრა საქართველოს მხრიდან ევროკავშირისთვის ანგარიშის ჩაბარების კუთხით, არამედ ეს იყოს მომავალზე ორიენტირებული შეხვედრა, ახალი ხედვითა და იდეებით.

"დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულ ფაზაშია, რასაც საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ გამართული დებატები ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოში - ევროპის საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშის მოსმენა, სადაც უაღრესად მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით 21 ნოემბრის შეხვედრისთვის. საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ეს გახლავთ სრულიად ახალი ფორმატი. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც გახლავთ ის, რომ ჩვენს ევროპელ ელჩებს გავაცნოთ, თუ რა სერიოზულობით და განსაკუთრებული ყურადღებით ემზადება საქართველო 21 ნოემბრის შეხვედრისთვის. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი და დელეგაციაში წარმოდგენილი იქნებიან შესაბამისი დარგის მინისტრები. ხოლო ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და შესაბამისი ევროკომისრები. ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს სექტორალური კუთხით განვიხილოთ ახალი იდეები. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს არ იყოს შეხვედრა საქართველოს მხრიდან ევროკავშირისთვის ანგარიშის ჩაბარების კუთხით, არამედ იყოს მომავალზე ორიენტირებული შეხვედრა, ახალი ხედვითა და იდეებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის ანგარიშზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება. "ასევე მინდა შევეხო ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისთვის ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ქვეყანაში ეკონომიკური მოდერნიზაციის მიზნით. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ევროპელი კოლეგები და ევროპარლამენტარები დადებითად გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევებს და ასევე ვაფასებთ იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს შემდგომ საქმიანობაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა