ნინო გოგუაძე - თითოეული ჯარისკაცი არის სახე ქვეყნის უსაფრთხოების და მათი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა არის ქვეყნის ინტერესებზე თავდასხმა

სამხედროები და თითოეული ჯარისკაცი არის სახე ქვეყნის უსაფრთხოების და მათი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა არის ქვეყნის ინტერესებზე თავდასხმა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან არაკომპეტენტური და ცრუ განცხადებები კეთდება ამ საქმეზე, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაზიანება შეუძლია.

“ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ ამ საქმეზე მოკვლევა 2008 წელს დაიწყო. წლების მანძლზე, წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოსთან და დღეს ოპონენტები ისე წარმოაჩენენ, თითქოს ახლა გაიგეს რა პრინციპით მუშაობს სასამართლო და როგორ იძიებს საქმეებს. მინდა მათ ვუთხრა, რომ სასამართლო ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც 2010 წელს, როდესაც მათი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი სტუმრობდა ჰააგის სასამართლოს და მადლობებს იხდიდა საქმის გამოძიებისთვის. ჰააგის სასამართლო იძიებს პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხებს და არა კონკრეტული ქვეყნის. ამაში ვერავინ ჩაერევა, რადგან ეს არის სასამართლოს მუშაობის პრინციპი. ჩვენი მთელი ძალისხმევა იმაზეა მიმართული, რომ ყველა დანაშაული, რომელიც აგვისტოს ომის დროსაა ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, ეთნიკური წმენდის პროცესი, ქართველი სამხედროების წამების, მკვლელობის, არადამიანური მოპყრობის ფაქტები, იყოს გამოძიებული და ამაში დამნაშავე ყველა პირი განსასჯელის სკამზე მოხვდეს. იუსტიციის სამინისტრომ ამის დასადასტურებლად ათასობით მტკიცებულება წარადგინა ჰააგის სასამართოში და დღესაც მუდმივად თანამშრომლობს გამოძიებასთან. დღეს ამ თემის ასე უადგილოდ წამოწევა და ჩვენი ჯარისკაცების ირგვლივ ამ ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური კამპანიის გაჩაღება, ჩვენი ოპონენტების გულგრილ დამოკიდებულებას ადასტურებს სახელმწიფო ინტერესების მიმართ“, - განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა