შინაგან საქმეთა სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. მან დამსწრე პირებს სამინისტროში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრებს სამინისტროს იმ საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა.

კონფერენციას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა