მარიკა დარჩია არაფორმალური განათლების კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - „არაფორმალური განათლების გამოწვევები“, გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კონფერენციაში ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე მოხსენებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია წარსდგა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნული სასახლის წარმომადგენლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია დღეს ამ შინაარსის მქონე კონფერენციაზე ყოფნა. ვფიქრობ, სწორედ აქ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არაფორმალური განათლების გზით უდიდესი გამოცდილების მიღება შეიძლება. ეს ყოველთვის იყო ადგილი, რომელიც ქმნიდა კარგ მოქალაქეს; ადამიანს, რომელმაც იცოდა ფასი იმისა, რაც ფასეულია. მადლობას მოგახსენებთ თქვენი როლისთვის ამ სიკეთეში. თქვენ ადამიანებს ასწავლით უნივერსალურ ენაზე საუბარს, იმ ენაზე სადაც თარგმანი საჭირო არ არის,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველო არ არის ფინანსურად მდიდარი ქვეყანა, თუმცა არაფორმალური განათლების განვითარების კუთხით მუშაობას არ წყვეტს და ბიუჯეტში ამ მხრივ, საჭიროებები ყოველთვის გათვალისწინებულია.

მარიკა დარჩიამ არაფორმალური განათლების კონფერენციაზე დამსწრეებს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა აღუთქვა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს