სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს

ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს ფუნქციას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს. მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა „კოპიო“ რომელიმე სხვა ქვეყნის, არამედ თანამდეროვე და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის პედაგოგებზე, განათლებაზე. ძველი საქართველი, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცეებს პრეტენზია აქვთ, რომ ის ენა და კულტურა აღარ მოგვწონსო, დაფუძნებული იყო პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, თუმცა მთავარია ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაც. მე იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ამ პრობლემების მოგვარებაში. პრობლემები არის, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა