ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთი მიგრაციის შემცირებას ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის შეწყვეტით შეძლებს

დიდი ბრიტანეთი მიგრაციის დონის შემცირებას ევროკავშირთან მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის შეწყვეტის გამო შეძლებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ გაზეთ Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ექვსი წლის განმავლობაში შს მინისტრი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რათა შეზღუდული თავისუფლების პირობებში მიგრაციის დონე შემემცირებინა, ვინაიდან ვერაფერს ვიზამდით მათთან მიმართებაში, ვინც ევროკავშირიდან მოდიოდა. ახლა კი შეგვიძლია. გადაადგილების თავისუფლება სრულდება“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება Brexit-ის დადებით მხარეებზე, როგორიც არის ევროკავშირის ბიუჯეტში უზარმაზარი თანხების შეტანის შეწყვეტა, ევროკავშირის სასამართლოს იურისდიქციიდან გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლა 2019 წლის 29 მარტისთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გასტანს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს