გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მანანა ჯებაშვილი -  ონკოლოგიური პროგრამა უნდა გაფართოვდეს

უნდა გაფართოვდეს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც სკრინინგის გარდა მოიცავს დაავადების ყველა ეტაპზე, ყველა სტადიაში, ყველა მეთოდით მკურნალობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრი ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ თავმჯდომარის, ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებაში.

მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე თავისი განცხადებით ქრონიკული დაავადებების მკურნალობის საკითხს ეხმაურება.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშვებული ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ქრონიკული დაავადებების მკურნალობასთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა, რომელიც მოახდენს სხვადასხვა მძიმე დაავადებათა პრევენციას და ადრეულ სტადიაზე მათ გამოვლენას.

„ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციას და პროფილაქტიკას. ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ხშირ და საფუძვლიან შემოწმებას და შესაბამისად, დაავადებათა თავიდან აცილებას ან ადრეულ სტადიაზე გამოვლენას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს უკვე დაავადებული ან მძიმე პაციენტების მკურნალობა. არამედ, პირიქით, ჩვენი ხედვით, უნდა გაფართოვდეს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც სკრინინგის გარდა მოიცავს დაავადების ყველა ეტაპზე, ყველა სტადიაში, ყველა მეთოდით მკურნალობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან,”- განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა