სოფო კილაძემ მოსახლეობას სიღარიბის კვლევის შედეგები და დასაქმების საპილოტე პროგრამის კონცეფცია წარუდგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ მოსახლეობას დასაქმების საპილოტე პროექტის კონცეფცია წარუდგინა, რომელიც მისი ინიციატივით „ნახალოვკაში“ და ლოტკინზე 2019 წელს განხორციელდება. პროექტის საფუძველია სიღარიბის გამომწვევ მიზეზებთან მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა, რომელიც განხორციელდა ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„როგორც დეპუტატმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, საპილოტე პროექტის მოსალოდნელი შედეგები იქნება არანაკლებ 200 დასაქმებული "ნახალოვკელი" და ლოტკინელი, მეტი პროფესიული განათლების მქონე და გადამზადებული მოქალაქე, მეტი რეალიზებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი ადამიანი.

პროექტის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო ადგილების შეთავაზება, განათლების/გადამზადების უზრუნველყოფა და სამუშაო ადგილები სოციალურად დაუცველი პირებისთვის“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფო კილაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი დასრულების შემდეგ მოიცავს მთელს საქართველოს.

„ჩემთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ დასაქმების ხელშეწყობის თხოვნით მოდის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩინონ საკუთარი ოჯახები ღირსეული შრომით. კვლევის შედეგებმაც ეს აჩვენა, რომ სიღარიბის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი მოსახლეობის თვალით დანახული, სწორედ სამუშაო ადგილების არქონა და განათლებაზე ხელმისაწვდომობაა.

სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩვენ ვიწყებთ დასაქმების ხელშეწყობის პროექტს, რომელიც ვფიქრობთ, არანაკლებ 200 ოჯახს დაეხმარება ღირსეული პირობების შექმნაში. ხოლო პროექტის მოდელი, წარმატებულად განხორციელების შემდეგ, მთელს საქართველოზე გავრცელდება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს