ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყება

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან სტოუნია“ რომელიც დახურული სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად 1 მლ 485 ათას ლარს დახარჯავს. ტენდერი 1 მლ 583 ათას ლარზე იყო გაცხადებული.

„სამშენებლო სამუშაოების ვადა 3 თვეა. 3 თვის განმავლობაში კომპანია კაპიტალურად მოაწყობს აღნიშნულ ქუჩაზე დახურულ ღვარსადენს, რომელიც ამ დრომდე მწყობრიდანაა გამოსული და მოსახლეობას დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს. ტროტუარები კი 6 სმ-იანი დეკორატიული ფილებით მოეწყობა“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს