მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება, თუმცა გაუარესებული არ არის. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ არის. აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაჟეჟილობა“, - განაცხადა ექიმმა.

მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ, ყვარელში ავარიაში მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: "მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იყოფება" - უახლესი ინფორმაცია მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის შესახებ ექიმისგან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა