მამუკა მდინარაძე - ისტორიული გადაწყვეტილება, მიღებულია

გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალ წელს საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.

„ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ვადა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია. 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც 2000 ლარზე ნაკლები ძირი ჰქონდა და შემდეგ გაუპრობლემდა. საუბარია იმ ადამიანებზეც, რომლებსაც გაუპრობლემდათ მას შემდეგ, რაც 2000-ზე ნაკლები თანხა დარჩათ გადასახდელი. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში და ახალ წელს, 600 000-ზე მეი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება", - განაცხადა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა