მალხაზ კობაურის სასამართლოზე ბრალდება მოპოვებულ მტკიცებულებებს წარადგენს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთში ხადას ხეობაში მომხდარ ფაქტზე, მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოში იმ მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც გამოძიებამ ამ პერიოდის განმავლობაში მოიპოვა.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევიან ვარაუდის საფუძველს, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. კერძოდ, სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა. ასევე, ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფოხაშვილმა სხდომაზე ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო, რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა