კახა კუჭავა - თუ გავითვალისწინებთ ვინ არის „ვივუსის“ მფლობელი, არ გაგვიკვირდება რატომ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული

საუბარი იყო დავალიანების გამოსყიდვაზე და "ვივუსმა" უარი განაცხადა. თუ არ ვცდები 150 000 ადამიანზეა საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება "ვივუსი" დათანხმდება.

"სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე არის „ვივუსი", თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ვინაა მისი მფლობელი არ გაგვიკვირდება რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ჯობია მათ ჰკითხოთ. საუბარი იყო დავალიანებების გამოსყიდვაზე და მათ უარი განაცხადეს. თუ არ ვცდები 150 000 ადამიანზეა საუბარი", - განაცხადა კუჭავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს