ეკა ბესელია საბანკო დავალიანებების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე - კანონთან მიმართებით ყველაფერი წესრიგშია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მევალეთა ერთი ნაწილისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, “საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით ყველაფერი წესრიგშია.

“საარჩევნო კოდექსში“ საუბარია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზუდვაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულებას საკუთარ თავზე ფონდი “ქართუ“ იღებს. როგორც “ქართუს ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ ითქვა, მობილიზებულია 100 მილიონზე მეტი თანხა. კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით აქ არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არის. სამართლებრივი პრობლემა უნდა დავინახოთ, როცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი პირდაპირ საუბრობს ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა ვაუჩერების გაცემა და საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის დაპირება, რაც არის აფიორა და კანონის პირდაპირი დარღვევა. ფონდი “ქართუ“ არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია და არც სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეა საუბარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბესელია იმასაც ამბობს, რომ 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალის განულება უპრეცედენტო სოლიდარობის აქტია. “აღნიშნული გადაწყვეტილება 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხიდება. გადაწყვეტილების საფუძველი მოდის დიდი ხნის წინ გაკეთებული განცხადებებით, როცა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს გააკეთა განცხადება ჭარბვალიანობის დაძლევის შესახებ. ასევე, თვეების წინ ისაუბრა ამ პრობლემაზე ბიძინა ივანიშვილმა. ეს სოლიდარობის აქტი, რომელიც არის ძალიან ღირებული სიკეთის აქტი, სრულ შესაბამისობაშია კანონთან. ნაკარნახევია იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად სჭირდებათ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს