გიორგი ვაშაძე - დეკემბერში იტყვიან, რომ სესხების განულებაზე მიკროსაფინანსოებმა უარი თქვეს - მოგმართავთ ამომრჩევლებს, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ იტყვის, რომ რიგი სესხების განულების შესახებ დაპირებაში ვალების გადახდას არ გულისხმობდა და ამ დაპირებას არ შეასრულებს.

ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ წამოეგონ ცრუ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა.

„გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და შევახსენოთ, თუ ვინ არის „ქართული ოცნება“. გვინდა შეგახსენოთ ვისთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ ეს არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა თავისი დაპირებებით. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი დაპირება აქვთ გაცემული, თუმცა არა შესრულებული. მაგალითად, ისინი გვპირდებოდნენ ნულოვან კრედიტებს, გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ სიცრუეში შეიყვანონ ამომრჩეველი, ფიქრობენ, რომ ამ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების შედეგის შეცვლას. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამე უშველის, თქვენი ხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიცრუესა და ტყუილზე არ წამოეგებით. მათ არაერთხელ სცადეს თქვენი მოტყუება და გამოუვიდათ წინა არჩევნების პრაქტიკას თუ ავიღებთ. მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ ამ სიცრუისთვის მათ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი აგონ. წინადადება იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ ვერ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მათ უნდათ, ეს ყველაფერი განხორციელდეს არჩევნების შემდგომ. მე დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი სიცრუის ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძე - ქართული ოცნება" მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის