ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა შესაბამისი უწყებების მხრიდან შესწავლას საჭიროებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ანაზღაურდება საბანკო დავალიანება, თუმცა მთავრობის ინიციატივაში კითხვის ნიშნებს ხედავს.

„ეს საკითხი ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალადამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარია არასამთავრობოების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ მეორე ტურის წინ ადგილი აქვს ზეწოლას საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებთან მიმართებაში.

„ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი არიან ნამდვილად სანდო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციები. შესაბამისად, როდესაც სახალხო დამცველი შეაჯამებს არჩევნების მიმდინარეობას და ასახავს ყოველწლიურ ანგარიშში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ არჩევნების მიმდინარეობას თვალ-ყურს ვადევნებთ. შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში გვექნება სათანადო შეფასება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სესხების განულების ინიციატივა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესწავლას საჭიროებს

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო