დავით სერგეენკომ საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოინახულა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, პაციენტების მდგომარეობა რეალურად მძიმეა.

„პაციენტები, რომლებმაც ხობში გუშინ მძიმე დამწვრობა მიიღეს, გადმოყვანილი არიან დამწვრობის ცენტრში. სამწუხაროდ, ოთხივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის დიდი ნაწილი აქვთ დამწვარი და ასევე, სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. იმედია მაქვს, ექიმები ამას შეძლებენ, თუმცა, მათი მდგომარეობა რეალურად მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, მათ სპეციალიზებულ კლინიკაში გადმოყვანა არ დასჭირდათ და ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობენ.

ხობში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აქედან 5 თბილისში გადმოიყვანეს, საიდანაც ერთი დღეს დილით გარდაიცვალა. დანარჩენი ორის თბილისში გადმოყვანა კი საჭირო არ გახდა.

იხილეთ ვიდეო: ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა