მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ წარმოადგინა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკა, რომელზეც დატანილია მოქმედი საკულტო ნაგებობების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლები როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე; ასევე - საქართველოში არსებული უმრავლესი რელიგიური კონფესიების მონაცემები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ახალი რუკა საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ უწყებასა თუ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის გათვალისწინებით დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი საქმიანობა.

პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. მათ მაღალი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს ახალ პროდუქტს და აღნიშნეს, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც შემწყნარებლობის დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკას რელიგიებთან მიმართებით. რუკა სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე - ტურისტებს, პილიგრიმებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა