გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და  ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია მათი ორგანიზებით გაიმართება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს. „გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ! გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია! ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია. ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში“, - აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, თბილისში გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში, მის.: მ. ასათიანის ქ.N9.

ბათუმში - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკებში, კერძოდ: შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30);

შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)

შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4)

"ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

"მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)

"მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

ქუთაისში – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორიაზე (მის: ოცხელის ქ.N2).

მსურველებს დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეუძლიათ იხილონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა